Skip to main content

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიღნაღში

პროექტის სახელწოდება:
„კეთილი ოყოს თქვენი მობრძანება სიღნაღში“.
პროექტის მთავარი თემა:
სიღნაღის ღირსშესანიშნაობებზე, ხედებზე, ისტორიულ ძეგლებზე ინფორმაციები.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები მოიძიებენ  და დაამუშავებენ მასალებს სიღნაღის ღირსშესანიშნეობებზე,ისტორიულ ძეგლებზე.
პროექტის მიზნები:
დაადგინონ თითოეული ისტორიული ძეგლის წარმოშობა, როგორ უნდა წარმოუდგინონ ეს ღირსშესანიშნეობა ტურისტებს ან სტუმრებს.
მონაწილეთა ასაკი:
მე-10 კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა:
ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროექტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოამზადებენ ბუკლეტებს როგორც ინგლისურ ასევე ქართულ ენებზე,შექმნიან ფოტო-სურათების ალბომებს,შესაძლებელია ჩაწერონ აუდიო მასალაც ინტერვიუების სახით ადგილობრი მცხოვრებლებიდან.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფოტოაპარატი, ვიდეო გადამღები, სახელმძღვანელოები,პოსტერები,პროექტორი
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები დაყოფილნი არიან ჯგუფებად.
I ჯგუფი:გააკეთონ ისტორიული და ასევე თანამედროვე ძეგლების ჩამონათვალი,რისი პრეზენტაციაც უნდა მოახდინონ სლაიდ შოუს სახით.
II ჯგუფი:მოსწავლეები ინგლისურ ენაზე დაამზადებენ ბუკლეტებს ტურისტებისთვის და ბოლოს ორივე ჯგუფი შეაჯამებს ინფორმაციას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.


საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინგლისური ენა,ისტორია.
ინგლისურ ენაში ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით განივითარებენ:
უცხ.ს.IV.18.მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემაზე გამართულად საუბარი.შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
*გადმოსცემს მოსმენილი/წაკითხული ტექსტის შინაარსს.
*გადმოსცემს რაიმე შემთხვევის მნიშვნელოვან დეტალებს.
*ჰყვება ამბავს.
*აღწერს რეალურ და წარმოსახვით მოვლენას.
პროექტის ხელმძღვანელი:
თეონა ძამიაშვილი.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
teadzamiashvili1@gmail.com




Comments

Popular posts from this blog